თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი ესპანელი დაიმატა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეუ გერაუ გააგრძელებს კარიერას.
იგი "ბარსელონა-ბ"-ში 2003-05 წლებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონი კი "მალაგას" ფარმკლუბში ჩაატარა. 2006-10 წლებში გერაუ ხიხონის "სპორტინგში" თამაშობდა, სადაც 41 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
2010-11 წლების სეზონი გერაუმ პოლონეთში გაატარა - ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
"დინამოში" გადასვლამდე ახალ ზელანდიაში, კერძოდ, "ოკლენდში" ასპარეზობდა.