მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის სათასო მატჩის შემდეგ, სადაც „მალაგა" მინიმალური ანგარისით 1-0 დაამარცხეს, თავისი გუნდის თამაშზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს. მეტოქისთვის გოლის გატანის მცირედი შანსიც კი არ მიგვიცია. დღევადელი მატჩის შემდეგ ჩვენ გაგვაკრიტიკეს იმის გამო, რომ დაცვას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდით ვიდრე შეტევას, მაგრამ ის დაავიწყდათ, რომ ბოლო ორ მატჩში ჩვენ 8 გოლი გავიტანეთ, .დღეს ჩვენ თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ: სერიოზულად პრაქტიკულად და პრაგმატულად",-განაცხადა მოურინიომ.
„ჩვენ დიდი ბრძოლის შედეგად შემდეგ ეტაპზე გავედით და დაველოდებით, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე,"- განაცხადა მაურინიომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი" „ოსასუნა"-„ბარსელონა" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი კატალონიელებმა 4-0 მოიგეს და სავარაუდოდ, მაყურებელს კიდევ ერთი „ელ კლასიკოს" ხილვა მოუწევს.