ეკონომიკის სამინისტრო პროფსასწავლებლების სტრატეგიის დაწერაზე მუშაობს. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკირი განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ განაცხადა. ალავიძის ინფორმაციით, სტრატეგიის დაწერაში ქართულ მხარეს დონორებიც ეხმარებიან.
პროფესიული სასწავლებლების შესაქმნელად ინვესტორების შერჩევა ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა, რის მიზეზადაც მაშინ სასწავლებლების მოსაწყობად ახალი პირობების შემუშავება დასახელდა.
პროგრამზე განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები ერთდროულად მუშაობენ, რაც ქვეყანაში ახალი პროფსასწავლებლების გახსნას უწყობს ხელს. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის როლის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადეკვატურად მომზადებული კადრებით.
პროექტის თანახმად, შენობა სიმბოლურ ფასად გაიყიდება და ტენდერში გამარჯვებულს ერთი წლის პროფსასწავლების მოწყობა დაევალება. კონკურენტთა შერჩევისას პრიორიტეტი ისეთ პროექტებს მიენიჭება, სადაც დიდი ინვესტიცია განხორციელდება და მეტი პროფესიონალი გადამზადდება. თუმცა პროექტში მონაწილოებისათვის 500-ათასლარიანი საწარმოო ბრუნვა ან 50 ათასი ლარის საბანკო გარანტიაა წარდაგენი.
"პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" განხორციელება გასულ წელს დაიწყო და დღემდე სამინისტროში 50-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც მხოლოდ 4 პროექტი შეირჩა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია 7 წლის განმავლობაში სასწავლებელს პროფილი შეინარჩუნონ. პროექტის ფარგლებში მინიმუმ 50 კერძო პროფესიული ცენტრის შექმნა იგეგმება.