დიზაინის სახლმა Louis Vuitton-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ პარფიუმერული ხაზის განვითარებას იწყებს.
The International Business Times-ის ინფორმაციით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიზაინის სახლი საკუთარი სუნამოს გამოშვებას იწყებდა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელდა.
სუნამო Louis Vuitton შემუშავებული იქნება ცნობილი ფრანგი პარფიუმერის ჟაკ კავალიე-ბელტის მიერ. ბელტს სუნამო შექმნილი აქვს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Issey Miyake, Christian Dior და Jean Paul Gaultier. კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოჩნდება ახალი სუნამო, ჯერ არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მხოლოდ Louis Viutton-ის საფირმო მაღაზიებში გაიყიდება.
მასალის გამოყენების პირობები