"მანჩესტერ" სიტის თავკაცი, რობერტო მანჩინი არ ეთანხმება თავისი კოლეგის, ალექს ფერგიუსონის განცხადებას, რომ "ტოტენჰემი" საუკეთესეო კლუბია ინგლისში. მისი აზრით, საუკეთესო მიანც "მანჩესტერ იუნაიტედია".
ახალი წლების პერიოდში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ტოტენჰემი" ის გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში საუკეთესო ფორმაშია და საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.
მანჩინის განცხადებით, რომლის გუნდიც წლევანდელ სეზონში უკვე მესამედ უპირისპირდება ფერგიუსონის გუნდს, სწორედ "წითელი ეშმაკებია" ნომერ პირველი გუნდი და ისინი რჩებიან პრემემიერ-ლიგის მოგების უმთავრტეს ფავორიტებად.
"რა თქმა უნდა, "ტოტენჰემს" შესწევს ძალა მოიგოს ტიტული. "შვაბები" ფანტასტიკურ სეზონს ატარებენ, თუმცა, ამას როგორ გააგრძელებენ მომავლი 4 თვის განმავლობაში, არ ვიცი. მოცემულ მომენტში ჩვენ ვაჩვენებთ საუკეთესო ფეხბურთს პრემიერ ლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი ცუდ ფორმაშია, ისინი საუკეთესოები არიან ინგლისში", - განაცხადა მან.