ლადო დვალიშვილი უახლოეს დღეებში "პოლონიას" ფეხბურთელი გახდება. კლუბის პრეზიდენტის, იოზეფ ვოიცეხოვსკის განცხადებით, მათ უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს „მაკაბისთან" და ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლებლად, ხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა არის საჭირო. ქართველი ფორვარდი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს პოლონურ კლუბთან. ტრანსფერის ღირებულებამ 250 000 ევრო შეადგინა.
ლადო დვალიშვილი შემდეგ გუნდებში თამაშობდა: თბილისის "დინამო" (2004-2005), ბათუმის "დინამო" (2006), რუსთავის "ოლიმპი" (2006-2007), რიგის "სკონტო" (2008-2009), ჰაიფის "მაკაბი" (2009 წლიდან). საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.