კატალონიური "ბარსელონას" ფრანგი მარცხენა მცველმა ერიკ აბიდალმა, შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფორმა მოირგოს. ფრანგული გამოცემა L'Equipe-ს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი, "ბარსელონასთან" 2012 წლის ზაფხულში იწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
აბიდალს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. "ბარსელონა" მას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო "მილანი" მზადაა, ფრანგს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.