2011 წლის გალა დაჯილდოვებზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება, გამოვლინდება 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი. მადრიდის „რეალის" პორტუგალიელი წევრები, კრისტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო ამ ცერემონიალს არ დაესწრებიან.
ამის მიზეზი გახდა ესპანეთის სამეფო თასის განმეორებით მატჩისთვის მოსამზადებელი პერიოდი.
პორტულიურმა „წყვილმა" გადაწყვიტა სერიოზულად მოკიდებოდა მატჩს „მალაგასთან", რომელიც მომდევნო კვირაში ჩატარდება.
გალა-კონცერტი ციურიხში, 9 იანვარს გაიმართება, ხოლო „სამეფო კლუბს", 10 იანვარს უწევს თამაში.