„ნიუ იორკ რედ ბულსის" თავდამსხმელი, ტიერი ანრი ლონდონის „არსენალს" დაუბრუნდა.
როგორც სააგენტო „Sky Sports"იტყობინება, ანრიმ უჩვეულო კონტრაქტი გააფორმა არსენალთან. მას უკვე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში „ლიდსის" წინააღმდეგ, რომელიც ორშაბათს გაიმართება. ის მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იქნება „მეთოფეთა" რიგებში.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მიჩნეულია ლონდონის „არსენალის" საუკეთესო „მეთოფედ" კლუბის ისტორიაში. იგი ინგლსელთა რიგებში 1999-2007 წლების განმავლობაში გამოდიოდა.