აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2011 წლის სამუშაო შედეგები შეაჯამა. დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა დიასამიძის განმარტებით, გასული წელი ტურიზმის დეპარტამენტისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა,
დიასამიძე აცხადებს, რომ ტურისტთა რაოდენობამ ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად გადააჭარბა მილიონს, ასევე პირველად დაინიშნა კომერციული ჩარტერული რეისები უცხოეთიდან.
"2011 წელს განხორციელდა არა ერთი საინტერესო პროექტი, შეიქმნა ახალი ტურისტული პროდუქტები და განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ბათუმმა მიიღო ამერიკული აკადემიის ჯილდო, როგორც საუკეთესო კურორტმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმ-ველოს პროექტი, რომლისთვისაც საგანგებო ინფრასტრუქტურა მოეწყო და მალე მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება შესაძლებელი ველოსიპედით სარგებლობა. ქალაქის სტუმრებისთვის შეიქმნა თემატური რუკები და ინფო-ქარდები, რომლებიც გაუადვილებს ვიზიტორებს ბათუმისა თუ მთლიანად რეგიონის გაცნობას"- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
2011 წელს გაიხსნა ახალი ტურისტულ საინფორმაციო ცენტრები ბათუმის აეროპორტში, იუსტიციის სახლსა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე.
ბათუმის ტურისტული სააგენტო კი მთელი წლის მანძილზე ტურისტებს მრავალფეროვან ტურებსა და ექსკურსიებს სთავაზობდა. წლის მანძილზე მოეწყო სამი საერთაშორისო გამოფენა სამშენებლო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგში. ამავდროულად, ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა ტურიზმის ისეთი სახეობების განსავითარებლად, როგორიცაა MICE ტურიზმი, რურალ ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, საკრუიზო ტურიზმი. ტურიზმის ეს სახეობები 2012 წელში კვლავ რჩევა პრიორიტეტულ მიმართულებებად.