ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 6 მლნ. 667 ათასი ლარი შეადგინა.
2011 წელს მომსახურების სააგენტომ გახსნა სამი ახალი სავაჭრო ობიექტი: სამტრედიაში, ახალციხესა და თბილისში, ნავაჭრმა თანხამ მხოლოდ ამ სამ მაღაზიაში 203 400 ლარი შეადგინა.
რეალიზაციის ფორმებს 2011 წლის ნოემბრიდან დაემატა ქონების განკარგვის ახალი ფორმა - ლიზინგი.
მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ უნივერსალურ პორტალზე www.eauction.ge - დღეისათვის დარეგისტრირებულია 16 189 რეზიდენტი ფიზიკური პირი, 997 რეზიდენტი იურიდიული პირი, 934 არარეზიდენტი ფიზიკური პირი და 62 არარეზიდენტი იურიდიული პირი. 2011 წლის თებერვლიდან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო და ფიზიკური პირები, უძრავ და მოძრავ ქონებას www.eauction.ge-ს მეშვეობით ყიდიან. მომსახურების სააგენტოს პარტნიორი გახდა 390 იურიდიული და 90 ფიზიკური პირი.
2011 წელს www.eauction.ge-ზე გაყიდული ლოტების რაოდენობა 15000 გადასცდა, ვებ გვერდზე ბრუნვამ 240 000 000 შეადგინა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 1 802 000-ს გადააჭარბა.
2011 წლიდან ნებისმიერ მსურველს მიეცა საიტიდან საბანკო პლასტიკური ბარათის შეკვეთის შესაძლებლობა, ვებ გვერდიდან ასევე შესაძლებელი გახდა ლიბერთი ბანკის განვადების მიღება. საგარანტიო თანხის გადახდა 2011 წლიდან მხოლოდ საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით ხორციელდება, ასევე შესაძლებელი გახდა ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება.
2012 წლიდან სააგენტოს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს ელექტრონული სერვისების მოდერნიზაცია/განვითარება: სააგენტოს ვებ გვერდის www.seragency.gov.ge მოდერნიზაცია, www.eauction.ge-ს განვითარება, ფუნქციონალის დახვეწა და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგება, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ელექტრონული აუქციონით განკარგვის პროცესის გამარტივება.