კომპანია "ვისოლმა" 2011 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა, კომპანიის ინფორმაციით, "ვისოლ ჯგუფი" 2011 წელს დინამიურად ვითარდებოდა.
"მიმდინარე წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმით, რომ "ვისოლ ჯგუფს" ორი ახალი შვილობილი კომპანია შეემატა - სუპერმარკეტების ქსელის "სმარტი" და ავტომომსახურების ცენტრები "ვისოლ ავტო ექსპრესი". "სმარტის" განვითარება დინამიურად მიმდონარეობს და წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი სავაჭრო ცენტრი იქნება, აქედან ორი თბილისში, დანარჩენი კი გორში, ყვარელსა და მარნეულში", - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება "ვისოლ ავტო ექსპრესის" ქსელს, დღეის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით თორმეტი ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია წარმატებით ახდენს ექსკუზიური პროდუქტების - ფრანგული ტოტალის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების რეალიზაციას, ვულკანიზაციისა და ავტომობილის გაზზე გადაყვანის სერვისის მიწოდებას.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე "ვისოლ ჯგუფმა" დასვენებისა და მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა; "ვისოლი" ავტოგასამართი სადგურების საერთაშორისო ქსელის Aშ24-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.
2011 წელს "ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია "ვისოლ გაზის" დისტრიბუციამ თელავის რაიონში 17 სოფლის გაზიფიცირება დაასრულა და უკვე 12 000-მდე ოჯახს საშუალება აქვს ბუნებრივი გაზით ისარგებლოს.
ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წელს ქართული სპორტის განვითარებისთვის გაწეული ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდა და ჯამურად დაახლოებით 25 მლნ ლარი გაიღო საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისის", ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "ავაზას", თბილისში შექმნილი ოთხი სპორტული კომპლექსის, ფიტნეს ცენტრი "ლაგუნა ქუთაისის", "ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისთვის.