"ლიბერთი ბანკი" 2011 წელს დაწყებულ აქციას, რომელიც ყოველ მეასე ანაბრის თანხის გაორმაგებას ითვალისწინებდა, 2012 წლის ბოლომდე გააგრძელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არმენ მატევოსიანმა განაცხადა, აღნიშნული აქცია ბანკმა 2011 წლის 25 ოქტომბრიდან დაიწყო.
აქციის ფარგლებში უკვე გამოვლენილია 71-იღბლიანი მეანაბრე და "ლიბერთი ბანკის" მიერ საჩუქრის სახით უკვე გაცემულია 70 ათას ლარზე მეტი თანხა. არმენ მატევოსიანის განცხადებით, "ლიბერთი ბანკი" აღნიშნულ აქციას 2012 წელსაც გააგრძელებს და თავის ერთგულ მომხმარებელს წლის განმავლობაში არაერთ სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებს.
აქციის ფარგლებში ანაბრის ლარში განთავსების შემთხვევაში ყოველ მეასე მეანაბრეს საჩუქრად გადაეცემა ანაბრის თანხის ერთმაგი ოდენობა.
აშშ დოლარში განთავსების შემთხვევაში ყოველ მეასე მეანაბრეს საჩუქრად გადაეცემა ანაბრის თანხის ნახევარი. საჩუქრის მაქსიმალური თანხა შეადგენს 10 ათას ლარს და აქცია ვრცელდება შემდეგ ანაბრებზე: მ7; ვადიანი; პოზიტივი და შევსებადი ანაბარი.