ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის "ექსპორტი" გასულ წლებთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე-ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრ, ბესლან ჯოპუაზე დაყრდნობით სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
ჯოპუას თქმით, 2011 წელს რუსეთში აღნიშნული რეგიონიდან 7 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 14 ათასი ტონით ნაკლებია.
როგორც "ინტერფაქსი" წერს, ციტრუსების ექსპორტი აფხაზეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.