"ვისოლი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე, 2011 წლის განხორციელებული პროექტებიდან, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად "სმარტს" ასახელებს. ფხაკაძის თმით, "ვისოლი ჯგუფმა" 2011 წელს მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმც ყველაზე წარმატებული 2011 წლისთვის მაინც "სმარტის" პროექტი იყო. ფხაკაძის განმარტებით, 2012 წლისთვის კომპანია "სმარტის" კიდევ 5 მაღაზიის გახსნას გეგმავს.
"სმარტის" განვითარებას "ვისოლი ჯგუფი" ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს. "სმარტში" დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 400 ადამიანამდეა. წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით "სმარტის" მაღაზიათა რაოდენობა 5-მდე გაიზრდება. "სმარტი" 2011 წელს ერთი პატარა მაღაზიით შეხვდა, თუმცა წელს 5 მაღაზიით დავასრულებთ. კიდევ 5 "სმარტის" მაღაზია მშენებლობის სტადიაშია, რომელიც 2012 წელს დასრულდება"- აღნიშნა 2011 წლის შეფასებისას სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ვისოლი ჯგუფმა" ახალი მიმართულების განვითარება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და „სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან გახსნა. „სმარტი" მომხმარებელს 10 000-მდე დასახელების გერმანულ პროდუქტებს და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანს სთავაზობს. გერმანული საცხობი, აფთიაქი, უფასო ინტერნეტ WI-FI) ზონა, სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი კი მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის.