ხვალ, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე ბიზნესომბუდსმენი საზოგადოებას ბიზნესის პრობლემებზე „ეისითის" მიერ ჩატარებულ კვლევებს გააცნობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, „თბილისი მერიოტში" ,,ბიზნეს გარემოს კვლევის'' პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევა წარმოადგენს ბიზნეს ომბუდსმენისა და ,,ეისითი"-ს ერთობლივ პროექტს, რომელმაც გამოავლინა ბიზნესის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პრობლემური საკითხები 2011 წლის განმავლობაში, ასევე, შეაფასა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ცნობადობა და მისდამი ნდობის ხარისხი.
ანალოგიური კვლევიას პრეზენტაცია 28 დეკემბერს 16.00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვისაც გაიმართება.