ბიზნესის პრობლემებზე ხვალ ბიზნესომბუდსმენი საზოგადოებას `ეისითის" მიერ ჩატარებულ კვლევებს გააცნობს. ღოგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ხვალ, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე სასტუმრო კვლევის - `თბილისი მერიოტში" ,,ბიზნეს გარემოს კვლევის'' პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა წარმოადგენს ბიზნეს ომბუდსმენისა და ,,ეისითი"-ს ერთობლივ პროექტს, რომელმაც გამოავლინა ბიზნესის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პრობლემური საკითხები 2011 წლის განმავლობაში, ასევე, შეაფასა ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის ცნობადობა და მისდამი ნდობის ხარისხი.
Aნალოგიური კვლევიას პრეზენტაცია 28 დეკემბერს 16.00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვისაც გაიმართება.