2011 წელს ეროვნული ავიაკომპანიების რაოდენობა 10-მდე შემცირდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ წლის შეჯამებისას აღნიშნა, ეროვნული ავიაკომპანიების რაოდენობის შემცირება 24-დან 10-მდე
ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების კუთხით გატარებულმა შემოწმებამ განაპირობა.
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებების საფუძველზე მათი რაოდენობაც 79-დან 44-მდე შემცირდა.
ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელდა საავიაციო პერსონალის, სამოქალაქო აეროპორტების, საავიაციო სასწავლო დაწესებულებების, ავიასაწარმოების ინსპექტირებაც.