ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სფეროში15 საერთაშორისო შეთანხმების პროექტზე მუშაობს.
ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ წლის შეჯამებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს მემორანდუმი გაფორმდა აშშ-ს Educational Development Solutions Group LLC-თან, რომლის მიზანია საქართველოში ამერიკელი ინვესტორებისა და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა და ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
მისი თქმით, სუამ-ის ტურისტული პროექტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ,,თბილისის დეკლარაციას", რაც მეტად მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობის გეგმებისა და პერსპექტივების განსაზღვრის თვალსაზრისით.