“გაზპრომი” უკრაინას ათას კუბურ მეტრ გაზში 450 დოლარის გადახდას სთავაზობს. ეს განცხადება “გაზპრომის” წარმომადგენელმა ალექსეი მილერმა გააკეთა.
მილერის თქმით, “ნავთოგაზი” “ათას კუბურ მეტრ გაზში შეთავაზებულ ფასს 250 დოლარის არ დაეთანხმა და მოლაპარაკებების პროცესიდან ცალმხრივად გამოვიდა”.
მან ასევე უკრაინისთვის რუსული მხარის სხვა წინადადებებიც გაახმოვანა, შუა აზიური გაზის 370 დოლარად მიყიდვის გადაწყვეტილება და საშუალო ევროპულ ფასად 418 დოლარად.
“იმედი ვიქონიოთ, რომ იანვარში უკრაინაში ათას კუბურ მეტრი გაზის, ფასით 450 დოლარი მიწოდების წინადადება, რომელიც ისაზღვრება, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებში გაზის ფასით გამოკლებული უკრაინის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო ხარჯები, უახლოეს დროში “ნავთოგაზ უკრაინას” მოლაპარაკებებს მაგიდასთან დააბრუნებს”, - განაცხადა მილერმა.
მასალის გამოყენების პირობები