ჰოლანდიური ავტომწარმოებელი ფირმა "სააბი" გაკოტრდა. კომპანია " Swedish Automotive"-ის გენერეალურმა დირექტორმა, ვიქტორ მიულერმა, რომელიც აღნიშნულ მარკას ფლობს, პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ " General Motors"-მა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რის შედეგადაც კომპანიამ ბანკროტი გამოაცხადა.
"მას შემდეგ, რაც მივიღეთ " General Motors"-ისგან საბოლოო გადაწყვეტილება "სააბის" საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანია " Youngman"-მა განგვიცხადა უარი სამომავლო კონტრაქტის გაფორმებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი კომპანია საბოლოო რეორგანიზაციას ვერ განახორციელებდა. მათი განცხადებით, კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეფიქრა სამომავლო განვითარებაზე, რისი უმთავრესი მიზეზიც ფინანსური პრობლემებია", -განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.