ხვალ, 20 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იმართება პრესკონფერენცია იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 1997-2005 წლებში გამოყოფილი პროგრამის - "საგრანტო მხარდაჭერა მცირე ფერმერებისთვის" (2KR) - ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დაგროვებული თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა გამართავენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, იაპონიის და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმდა, თუ რაში დაიხარჯება ეს თანხა.