ლეობორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის 48-ე საარჩევნო უბანზე 10:10 საათზე გააკეთა.
"გამარჯვება გარდაუვალია, როგორც მინიმუმ 15 წლის განმავლობაში მორალურად მაინც ვიყავი გამარჯვებული", _ განაცხადა ნათელაშვილმა.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საქართველოს მომავალს მისცენ ხმა.