საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს, 8 დეკემბერს 17:00 საათზე ფერენც ლისტის დაბადების 200 წლისადმი მიძღვნილი საუბილეო საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.
საღამოზე კომპოზიტორისა და მისი ნაწარმოებების შესახებ დავით საყვარელიძე, დავით ტურაშვილი, გოგი შავერდაშვილი და ნოდარ ჟვანია ისაუბრებენ.
ფერენც ლისტის დაბადების 200 წლისადმი მიძღვნილი საუბილეო საღამოს ნიჭიერთა ათწლედის მუსიკალურ საღამოს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი გაბორ შაგი, ათწლედის პედაგოგები, მუსიკოსები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
ცნობისთვის, ფერენც ლისტიმ, რომელიც უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ 9 წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1825 წელს პარიზში დადგა პირველი ოპერა „დონ სანჩო". 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია". 1838-47 ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში. 1848 წლიდან ცხოვრობდა ვაიმარში. 11 წლის განმავლობაში დადგა 43 ოპერა (მათ შორის მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის ოპერები). ვაიმარში შექმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ სიმფონია" (1857), „ღვთაებრივი კომედია" (1856), „რა ისმის მთაზე" (1857), „ტასო" (1856), „ორფევსი" (1854), „პრომეთე" (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.