სოფიო კოპოლა ახალგაზრდა მძარცველთა ჯგუფზე ფილმის გადაღებას გეგმავს. კოპოლა დაინტერესდა დაჯგუფების ისტორიით სახელწოდებით Bling Ring . დამნაშავეები ლოს-ანჯელესში 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის აგვისტომდე მოქმედებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი რამდენიმე ათეული ცნობილი ოჯახის სახლში შევიდნენ და გაიტაცეს ძვირფასეულობა, რომლის საერთო ღირებულება სამ მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.
პერის ჰილტონის სახლში Bling Ring წევრები რამდენჯერმე შეიჭრენ. სხვა ცნობილი პირები, ვინც მძარცველთა მსხვერპლი გახდნენ, არიან: ორლანდო ბლუმი, ლინდსეი ლოჰანი და მეგან ფოქსი.
გავრცელებული ინფორმაციით, კოპოლას ახალი ფილმის პროდიუსერები დაჯგუფების ერთერთ წევრს ნიკ პრუგოს სთავაზობდნენ ფილმში კონსულტანტად მუშაობას,მან უარი განაცხადა. ახლა კინომატოგრაფისტებთან დაჯგუფების კიდევ ერთი წევრის ალექსის ნეიერსის და თანამშრომლობს.
სოფიო კოპოლას ბოლო რეჟისორულ ნამუშევარი ფილმი "სადღაც", რომელიც გაქირავებაში 2010 წელს გამოვიდა. 2010 წლის სექტემბერში ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე "ოქროს ლომით" დაჯილდოვდა.