კინოთეატრ "ამირანში", დღეს 15:00 საათზე თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 11 წლის ჰიუგოს შესახებ გადაღებული ფილმის - "ბოლო ნივთები"-ს ჩვენება მოეწყობა.
მოკლემეტრაჟიანი, 20 წუთიანი ფილმი „ბოლო ნივთები" არის ისტორია მეგობრობაზე, დანაკლისზე და ცხოვრებაზე.
ცნობისთვის, ფესტივალის ფარგლებში ასევე, ფილმის რეჟისორი ლევან აკინი და პროდიუსერი ერიკა სტარკი, ისაუბრებენ შვედური კინოს დღევადელ მდგომარეობაზე და წარმოადგენენ ნაწყვეტს თავიანთი ფილმიდან "Certain People".
აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქართველი რეჟისორი ლევან აკინი დღევანდელი შვედური კინოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. იგი რამდენიმე წარმატებული მოკლედმეტრაჟიანი ფილმის და ტელესერიალის ავტორია.
"Certain People" არის აკინის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც შვედეთის ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება. ამ ფილმმა შვედეთის და საერეთაშორისო პრესის მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო.