"საბავშვო ევროვიზიაზე" პირად კონკურენტად ვერავის ვთვლიდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ქართველი კონკურსანტის ჯგუფი "Candy"-ის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გიგა კუხიანიძემ.
"ვოკალურად იმდენად გამართული ჯგუფი წავიყვანე, რომ ზუსტად მქონდა გამარჯვების იმედი. პირველივე რეპეტიციაზე მივხვდი, რომ კონკურენტი არ გვყავდა. რაც შეეხება ორგანიზებას გეტყვით, რომ ძალიან არ მომწეონა, არ ვარ მათი გადაღებით და გახმოვანებით კმაყოფილი. სუსტი ორგანიზებულობის გამო ძალიან ბევრი ბავშვი დაიბნა და ჩაუვარდა ნომერი", - განცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კუხიანიძემ.
საბავშვო "ევროვიზიაში" 13 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქულების რაოდენობით გამოვლინდა. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამომხაურება მოყვა საქართველოს შეფასებას რუსეთის კონკურსანტის მიმართ, რომელსაც ქართველმა ჟიურიმ ერთი ქულა დაუწერა.
"ევროვიზიაზე" რუსეთის წარმომადგენელს ერთი ქულა ჩვენგან დამსახურებულად ერგო. ის არ იყო ბავშვური და ამ პროექტს არ შეეფერებოდა. მეტის ღირსი არ იყო, თუმცა ეს ქულა მის პროდიუსერს ეკუთვნის და არა ბავშვს", - აღნიშნა კუხიანიძემ.
ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექში გამართული რიგით მეცხრე საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ქართული ჯგუფი "Candy" გახდა. ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა.
ჯგუფი "Candy"-ის წევრების ასაკი 10-იდან 15 წლამდეა. ხუთივე გოგონა მომღერალია: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი.
საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსზე მეორე ადგილი ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა დაიკავა, მესამეზე კი ბელორუსელი ლიდია ზაბლოცკაია გავიდა.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიას ჰოლანდია უმასპინძლებს.