"იუმორინა" საახალწლო პროგრამით 27 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "იუმორინას" ავტორმა, ჯემალ ბაღაშვილმა განუცხადა კონცერტზე სრულიად ახალი პროგრამით წარსდგებიან.
"ტრადიციულად წელსაც განახლებული საახალწლო პროგრამა გვაქვს, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. კონცერტზე რამდენიმე სიურპრიზი იქნება, მასში მონაწილეობას მიიღებს როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე პირველად სცენაზე გეგე სულხანიშვილი ცხოვრებიდან იუმორისტულ ნომრებს გაიხსენებს. აღსანიშნავია, რომ კონცერტში ჩემი იუბილარი "იბერიელებიც" მიიღებენ მონაწილეობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯემალ ბაღაშვილმა.
"იუმრინას" ტრადიციულად მსახიობი გივი ბერიკაშვილი წაიყვანს. საღამოზე მონაწილეობას პაროდიის თეატრი და ქუჩის მუსიკოსებიც მიიღებენ.
ჯემალ ბაღაშვილის თქმით წელს "იუმორინა" კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მხოლოდ ერთ დღეს ჩატარდება.
"ამჯერად, ერთხელ გამოვალთ. ძალიან რთული ვითარებაა, მკვეთრად გაიზარდა ღირებულება კონცერტის ჩატარევის. ჩვენ არავინ გვაფინანსებს. საკონცერტო დარბაზებში თავისუფალი კონკურენცია აღარ არის. ან უნდ აგყავდეს სპონსორი, ან მერიამ უნდა ჩაგირიცხოს თანხა. თუ შერჩევითობის პრინციპი წავიდა ეს მიუღებელია. მერიასთან იყო მოლაპარაკებების მცდელობა, მაგრამ ისინი უკვე სხვა კონცერტებზე არიან გადართულები და ჩვენ ვერ მოვთოვთ დახმარებას, მითუმეტეს ეს ნებაყოფლობითია", - აღნიშნა "იუმორინას" დამფუძნებელმა ჯემალ ბაღაშვილმა.
ცნობისთვის, კონცერტზე დასასწრები ბილეთები 13 დეკემბრიდან, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში გაიყიდება.