ნინო სადღობელაშვილი ახალი ლექსების კრებულის "ფრთები და ხელები" პრეზენტაციას გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა, პრეზენტაცია სავარაუდოდ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში გაიმართება.
"ჩემი ლექსების კრებული, სახელწოდებით "ფრთები და ხელები", უკვე სტამბაშია და იბეჭდება. მალე მექნება პრეზენტაციაც. ვფიქრობ, კრებულს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში წარვადგენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სადღობელაშვილმა.
წიგნი, სახელწოდებით "ფრთები და ხელები", გამომცემლობა "ინტელექტში" იბეჭდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა, კრებულზე 3 წელიწადს მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სადღობელაშვილის მოთხრობების წიგნი - "ბამბაზიის სამოთხე" 2006 წელს გამოვიდა. მის მიხედვით, რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა ფილმი გადაიღო. 2008 წელს პოეტის ლექსების კრებული "შუაღამის იავნანა" და 2009 წელს რომანი "ორსული" გამოიცა. მას საუკეთესო რომანის შექმნისთვის გურამ დოჩანაშვილის სახელობის პრემია 2010 წელს გადაეცა.