ფილარმონიის წინ "ვია 75"-ის ვარსკვლავი გაიხსნა. 35 წლიანი პაუზის შემდეგ ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ძველი ჰიტები, ახალი არანჟირებით შეასრულა.
"უზარმაზარი შრომა ჩავდეთ ამ კონცერტში, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ყოველ დღე ვრეპეტიციობდით. დაუღალავი შრომის შედეგია თუ კიდე რამე გამოგვივიდა კარგად. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ მომავალში რაღაც ახალი გავაკეთოთ", - განაცხადა ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა, ბესიკ კალანდაძემ.
პროექტი თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ანსამბლის წევრები რობერტ ბარძიმაშვილი, კობა ბეჟიტაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, უჩა კორძაია, ბესო კალანდძე, თემურ რევაზიშვილი, ვაგიფ მუსტაფა ზადე,რომან რცხილაძე და გოჩა ლორია იყვნენ. კონცერტი გარდაცვლილ წევრების ხსოვნასაც მიეძრვნა.