პიანისტი თამრიკო კორძაია კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი კონსერვატორიის მცირე დარბაზში შვეიცარიიდან "MONDRIAN ENSEMBLE", რომლის ერთ-ერთი წევრი პიანისტი თამრიკო კორძაიაა 12 და 13 დეკემბერს ქართველი მაყურებლის წინაშე ოდღიანი პროგრამით გამოვლენ.
ცნობისთვის, ანსამბლი რეპეტიციას 10 დეკემბერს, 14.00 საათზე ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი შვეიცარიული ანსამბლი კონსერვატორიაში კონცერტების დასრულების შემდეგ ამგვარ საღამოებს რეგიონებშიც გეგმავს. 3 დღიანი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.
თამრიკო კორძაია წლების მანძილზე შვეიცარიაში მოღვაწეობს.