ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პანკისში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს შეხვდნენ.
როგორც ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, დიპლომატებს აინტერესებდათ, რა პირობებში უწევთ ლტოლვილებს პანკისში ცხოვრება, როგორია მათი სოციალურ - ეკონომიკური პირობები, განიცდიან თუ არა ზეწოლას, იღებენ თუ არა ლტოლვილი ბავშვები სათანადო განათლებას და ა.შ.