დღეს, 3 დეკემბერს, ნიაზ დიასამიძის და "33ა"-ს კონცერტი გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასამიძემ განუცხადა, საღამოზე ახალი ალბომის სახელწოდებით "საფერავი" პრეზენტაციაც მოეწყობა.
"ალბომზე 3 თვე ვმუშაობდით, თუმცა მანამდე კომპოზიციებზე მიდიოდა ფიქრი და მუშაობა. ალბომში სულ 14 სიმღერაა შესული, რომელსაც კონცერტზე შევასრულებთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" დიასამიძემ.
კონცერტი "ივენთ ჰოლში" გაიმართება, სადაც ნიაზ დიასამიძესთან ერთად სცენაზე პოლონეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული მუსიკოსებიც გამოვლენ. სიმებიან კვინტეტ "VOLOSI" და Lo'Jo"-თან ერთად ნიაზ დიასამიძე რამდენიმე ერთობლივ რეპერტუარს შეასრულებს.