ანსამბლი "სუხიშვილები" და "ქართული ხმები" ერთობლივ კონცერტს დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავენ.
ანსამბლი "სუხიშვილები" კონცერტს ხორუმით გახსნიან და საღამოზე სულ 12 ცეკვას შეასრულებენ.
როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ,"სუხიშვილები" რეპეტიციას დატვირთული გრაფიკით გადიან.
"კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ყოველ კვირას კულტურული ღონისძიებები ეწყობა. მაისამდე ჩვენ 5 კონცერტი გავქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი ეს საღამო იქნება. გვინდა ყოველ კონცერტზე მაყურებელს სხვადასხვა წარმოდგენა ვანახოთ, ამჯერად "ქართულ ხმებთან" ერთად ვარჩიეთ გამოსვლა. ჩვენ მსგავსი საღამო ერთხელ უკვე გვქონდა და წარმატებულმა კონცერტმა განაპირობა ჩვენი კვლავ გაერთიანება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნინო სუხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "სუხიშვილებმა" ქართულ ხმებთან" ერთად პირველი ერთობლივი კონცერტი 2008 წელს გამართეს.