ამერიკულმა ფონდმა Heritage Foundation-მა "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010" გამოაქვეყნა, რომლის მიოხედვითაც 179 ქვეყანას შორის საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 26-ე ადგილზე განთავსდა და გასული წლის მაჩვენებელი 6 საფეხურით გააუმჯობესა.
საქართველო "ძირითადად თავისუფალი ეკონომიკის" მქონე ქვეყნების რიგებში მოექცა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რომელიც რეიტინგის მე-16 ადგილს იკავებს.
რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს ბიზნესის, შრომითი, სავაჭრო, ფისკალური თავისუფლებისა და მთავრობის მოცულობის მხრივ. ბიუროკრატიული რეგულაციები ნაკლებია, გადასახადები დაბალია, უცხოელ ინვესტორებს მათთვის სასურველ სფეროში შეუუძლიათ ფულის დაბანდება. თუმცა, მათივე განმარტებით, საქართველოს ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი აქვს კერძო საკუთრების და კორუფციისგან დაცვის მხრივ. სასამართლო სისტემაში კორუფცია ისევ პრობლემაა, ქართველი და უცხოელი ინვესტორები ეჭვით უყურებენ სასამართლოს უნარს დაიცვას მათი კერძო საკუთრება და კონტრაქტები. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ კანონის აღსრულება კი სუსტია.
რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე უკვე მე-16 წელია ჰონგკონგი იმყოფება. ჰონგკონგთან ერთად ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ირლანდია შედიან. რეგრესი აქვს უკრაინასაც, რომელსაც შარშან 152-ე პოზიცია ეკავა, წელს კი 162-ზე იმყოფება. ძირითადად არათავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების რიგებშია რუსეთი, რომელსაც 143 პოზიცია იკავებს. აზერბაიჯანიც- 96-ე ადგილით არათავისუფალი ეკონომიკის რიგებშია. სომხეთმა პოზიციეპოზიტივებიბი გააუარესა და შარშანდელი 31 ადგილიდან 38-ე ზე გადაინაცვლა. რეიტინგი ათი მაჩვენებლების მიხედვით დგება. ესენია: სავაჭრო თავისუფლება, საინვესტიციო გახსნილობა, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ხარისხი, კორუფციის დონე და ა.შ.