ეროვნულ კინოცენტრში ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის ტიმ ანგულოსთან შეხვედრა დღეს, 1 დეკემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ტიმ ანგულოს მიერ გადაღებული კადრები, შემდეგ კი დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
ცნობისთვის, ტიმ ანგულო მსოფლიოში ვიზუალური ეფექტების ერთ-ერთი საუკეთესო დამდგმელი ოპერატორია. იგი მუშაობდა ფილმებზე: „ბეტმენი", „სპაიდერმენი", „არმაგედონი", „ტერმინატორი", „დასაწყისი" და სხვა.
ტიმ ანგულო თბილისში "ნიკოლოზფილმის" მოწვევით არის ჩამოსული.
მასალის გამოყენების პირობები