7 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების არქეოლოგიური კოლექციების გამოფენა. თბილისში პირველად მოხდება გერმანიის ქალაქ ბოხუმში ქართული არქეოლოგიის მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტების ექსპონირება.
პროექტის ფარგლებში თსსა-ს ფერწერის ფაკ-ის პროფესორები - გივი თოიძე, რადიშ თორდია, გია ბუღაძე, გოგი ლაზარაშვილი და ზურაბ გაბუნია - ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებას საჩუქრად გადასცემენ საკუთარ ნამუშევრებს.
ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხაშურის მუნიციპალიტეტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის.
აღნიშნული პროექტი ნაწილია იმ მრავალწლიანი პროგრამისა, რომელსაცსამხატვრო აკადემია ახორციელებს წლების განმავლობაში; პროგრამისა,რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო და სახელოვნებო ცენტრებთან.
პროექტის ავტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი თემურ ბიბილური. გამოფენა გაგრძელდება 13 დეკემბრამდე
მასალის გამოყენების პირობები