დღეს, 29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პრესკონფერენციას გამართავს.
პაატა ბურჭულაძე მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნობს სიახლეს აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში და VTB ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე დაესწრებიან.
კონსერვატორიის ფოიეში გამოფენილი იქნება ფონდ "იავნანას" საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა, ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტების ფრაგმენტები და იმ ოჯახების ფოტოები, ვისაც შემოსული თანხითა და შემოწირულობებით ფონდმა ბინები შეუძინა და წლების განმავლობაში ეხმარება.