ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში წიგნის "კაფია-გალექსებანი" პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. წიგნის გამოცემა ეძღვნება ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავსა და ვახუშტი კოტეტიშვილისა და მისი სახელობის ზეპირსიტყვიერების საღამოების მონაწილეთა ხსოვნას.
წიგნის შემდგენლები გიგი ხორნაული და ნანა კოტეტიშვილი არიან. მხატვარი ზურაბ ნიჟარაძეა, რედაქტორი - მზექალა (მზეო) გოგოჭური, ტექნიკური რედაქტორი - ნინო ბურდული.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.