ფილმ "ისპაჰან ბათუმის" პრემიერა დღეს, 29 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. გრიბოედოვის და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის განცხადებით, მისი ახალი ფილმი პირველი ქართული ირანული კინოპროდუქტია. როგორც რეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, "ისპაჰან ბათუმის" მთავარი გმირი ირანელი ბიჭია.
"ჩემი ახალი ფილმის ირანულ ბაზარზე გასვლა კარგი იქნება, როგორც კინოს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფილმი ირანსა და თბილისში გადავიღეთ. ახლა მონტაჟი მიმდინარეობს. მასში თავისუფალი თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. პრემიერა ნოემბრის პირველ რიცხვებისთვის იგეგმება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვარსიმაშვილმა
ფილმის პრემიერაზე მხოლოდ ჟურნალისტები და მსახიობები დაესწრებიან.