საქართველოს სახალხო არტისტი მომღერალი ეთერ კაკულია იუბილარია. მომღერალი როგორც ყოველთვის "ასაკის გარეშე" აღნიშნავს იუბილეს. დღეს, 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ეთერ კაკულიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება და ეთერ კაკულიაზე გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყობა.
მან თავისი ცხოვრების განმავლობაში 200-მდე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერები შეასრულა.
"შერატონ მეტეხი პალასში" კაკულია ბოლო წლებში მისთვის დაწერილ სიმღერებს შეასრულებს, რომლებსაც თვითონ ავტორ-კომპოზიტორები დაუკრავენ. საღამოს ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე გაუძღვება.
კაკულია სხვადასხვა ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. იგი არის ღირსების ორდენის კავალერი.