ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მომღერლის ოფიციალურ საიტზე (www.julioiglesias.com). ხულიო იგლესიასის საკონცერტო კალენდარის მიხედვით, ბათუმის კონცერტამდე ხულიო იგლესიასი დეკემბერში კონცერტებს გამართავს, მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში.
ხულიო იგლესიასის ფანებს და ბათუმში ახალი წლის გატარების მსურველებს, "ბათუმის ტურისტული სააგენტო" სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს, როგორც "ბათუმის ტურისტული სააგენტოში" განმარტავენ, რომ პაკეტების ღირებულება ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელმა მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომი ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.