გუშინ, საღამოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 20:00 საათზე ინგუშეთში, კარაბულაკში, ქალაქის ბაზრის შორიახლოს მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წვერებსა და უცნობ პირებს შორის სროლა ატყდა. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მსუბუქ ავტომანქანას, რომლითაც “ომონის” თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, ვაზ-2107 მარკის ავტომობილიდან ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს.
ორმხრივი სროლისას “ომონის” მაღალჩინოსანი, ბესლან არაპხანოვი დაიღუპა. მილიციის ერთ-ერთი დაჭრილი თანამშრომელი კი, სუნჟენის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უცნობი შეიარაღებული პირები მიიმალნენ.
როგორც სააგენტო “ინტერფაქსს” ჯარების დროებითი დაჯგუფების შტაბში განუცხადეს დაჭრილია კიდევ ორი თანამშრომელი.
ამჟამად ინგუშეთში ძალოვანები გეგმა “ვულკანი 5”-ის მიხედვით მოქმედებენ. ტარდება სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თავდამსხმელთა დაკავებას ისახავს მიზნად. ამ საბაბით აჩერებენ და ჩხრეკენ ყველა მსუბუქ ავტომანქანას, ამოწმებენ მანქანაში მყოფთა პირადობის მოწმობებს და მონაცემებს.
მასალის გამოყენების პირობები