"თბილისის დინამომ" "ზესტაფონთან" შეხვედრის გადადების თაობაზე განცხადება გააკეთა. კლუბის წარმომადგენლები ამბობენ რომ მატჩის გადადება მათთან შეუთანხმებლად მოხდა, რაც კლუბის ხელმძღვანელებისთვის მიუღებელია. "დინამო" და "ზესტაფონის" მატჩი გუშინ ზესტაფონში უნდა გამართულიყო, მაგრამ თამაში დიდთოვლობის გამო ჩაიშალა. ზესტაფონის სტადიონზე გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი გახდა, მაგრამ დინამოს წარმომადგენლებთან ამ საკითხის შეთანხმება დროულად არ მოხდა. რასაც კლუბი არასასიამოვნო ფაქტად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები