თოჯინების მუზეუმში ძველი და ახალი ქვილთის (ფერადი ქსოვილის ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) ნამუშევრებია გამოფენილი. როგორც მუზეუმის დირექტორმა, ნანა ოქრუაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ძველი ნაჭრებისგან აწყობილი კომპოზიციების გამოფენა 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
"ქართული ჯგუფი, რომელიც "ქვილთზე" მუშაობს, ძალიან საინტერესო კომპოზიციებს ქმნის. ბებიების ნაქონი ნაჭრების ნაკუწებია შეგროვებული და დამუშავებული. ინტერესი ამ გამოფენის მიმართ ძალიან დიდია და გადავწყვიტეთ, მუზეუმში ერთ თვეს იყოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოქრუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ქვილთზე მომუშავე ჯგუფი დაინტერესებულ ადამიანებს 26 ნოემბრიდან მასტერკლას ჩაუტარებს.