გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა „თიბისი გალერეაში". როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა განუცხადა ეს მისი მეშვიდე წიგნია.
"მე-8 და მე-9 მზად არის უკვე და ახლა მეათეზე ვმუშაობ. ჩემი მკითხველები დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებენ და მინდა ჩემ მიმართ ყველა კეთილადგანყობილ ადამიანს მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა დოჩანაშვილმა.
ახალ წიგნში დიჩანაშვილი მისთვის ძვირფასი ადამიანების შესახებ წერს.
"ზოგიერთი ცოცხალი არ არის, თუმცა მათ წარსულში მაინც ვერ ვიხსენიებ. ისინი ჩემთვის ყოველთვის ცოცხლები დარჩებიან. არასდროს გამომელევა რეზო თაბუკაშვილზე წერის სურვილი, მასზე მეორე წიგნშიც შევიტან. ასევე, წიგნში შესულია წერილები, ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილსაც ეძღვნება, მის სიკეთეს, რომელსაც ჩემ ოჯახის მიმართ აკეთებს", - განაცხადა დოჩანაშვილმა.
წიგნში ასევე შესულია წერილები რეზო ჩხეიძეზე, იოსებ ნონეშვილზე, საუბრები ქეთევან სადღობელაშვილთან და ა.შ. როგორც მწერალმა განაცხადა სრული კრებულის 10 წიგნად გამოცემას გეგმავს.
გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი - „წერილები, საუბრები ლიტერატორებთან, მოთხრობები" უკვე ყველა წიგნის მაღაზიაშია შესაძლებელი.