"შუა ქალაქში" ახალი მსახიობების შეფასება არ შემიძლია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სერიალ "შუა ქალაქის" ძველმა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ. როგორც მან აღნიშნა, მისი შეფასება ობიექტური ვერ იქნება.
"იქიდან გამომდინარე რომ მე ამ სერიალში დავრჩი, ვერ ვილაპარაკებ ძველ და ახალ მსახიობებზე. ჩემგან შეფასება არასამართლიანი და არაეთიკური იქნება. ძველი გუნდი დღესაც მეგობრები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, ძალიან კარგად ვმუშაობ ახალ გუნდთან. რაც შეეხება მათ სხვაობას, ჩემთვის შევინახავ", - განაცხადა მსახიობმა.
განახლებულ სერიალს საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს, თუმცა როგორც სცენარისტები, ისე მსახიობები მომავალში საინტერესო განვითარებას გვპირდებიან.
"ვფიქრობ, კარგად მიიღო მაყურებელმა შემდეგ უფრო განვითარდება, პერსონაჟებს გაცნობა სჭირდება. უფრო მეტს კი დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, რომ სერიალში ძველი პერსონაჟებიდან მხოლოდ ორნი - ლაშიკო და პეტო - დარჩნენ.