ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თაეხნიშვილი, არ გამორიცხავს, რომ სამეულში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს, მისი კანდიდატურაც იყოს.
"პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და ცესკოს ახალი თავმჯდომარის სამ კანდიდატურას წარმოადგენს. თეორიულად შესაძლებელია, რომ სამ კანდიდატურაში ერთ-ერთი იყოს ჩემი კანდიდატურა,. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ", _ განაცხადა თარხნიშვილმა.