დღეს, 22 ნოემბერს, "დიდუბე პლაზას" ტერიტორიაზე, კაფე "გალერიში" საქველმოქმედო აქცია გაიმართება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი და დამწყები ხელოვანები - ირინა ხარატიშვილი, მაია მიქაშავიძე, ირაკლი წულაძე, დათო კვანტალიანი, გიორგი რუხაძე, ლევან გუჯიაშვილი, თათო ავალიშვილი, ლელა და გვანცა ხატიაშვილები და სხვები.
შესული თანხით კომპანია "M&Co Consulting" დედა ბარბარეს და მის შვილობილ 5 მცირეწლოვან ბავშვს დაეხმარება.