ხვალ, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის ჩასაბერ საკრავთა მე-3 ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები: ქერსტენ მაქკოლი, ლევან ცხადაძე, ფრიც დამროვი, ნინო გვეტაძე, გიორგი გვანცელაძე, ბრამ ვან სამბეკი, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს ეროვნული კვარტეტი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა" და მრავალი სხვა.
ფესტივალი ტარდება მესამედ. იგი კონსერვატორიასა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჩატარდება სამი კონცერტი და გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის მიზანია აამაღლოს ჩასაბერი საკრავების სკოლა საქართველოში, გაუწიოს პოპულარიზაცია მის მდიდარ რეპერტუარს, რომელიც ჯერ არ შესრულებულა საქართველოში, შეიქმნას უკეთესი სკოლა სასულე ინსტრუმენტებისთვის, რაც თავისთავად ნებისმიერი წარმატებული ორკესტრის საფუძველია. ფესტივალის კონცერტებს და მასტერკლასებს ესწრება მრავალი მსმენელი და სტუდენტი, რაც ნიშნავს, რომ ის ქართული კულტურის ნაწილი გახდა.